გაერთიანებული სამეფოს მთავრობა 2026 წლის აპრილამდე უკრაინისთვის 100 000 დრონის გადაცემას აპირებს.
$473 მილიონის ( £350 მილიონი) ღირებულების დრონების პაკეტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ $6 მილიარდში (£4.5 მილიარდი) შედის.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ბრიუსელში უკრაინის საკითხზე გამართულ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთებს, რომელსაც 50 ქვეყანა დაესწრება.
"წელს ასეულობითთ ათასი დრონის მიწოდებით გაერთიანებული სამეფო ზრდის უკრაინის მხარდაჭერას და საარტილერიო ჭურვების მიწოდების მთავარი ეტაპიც სრულდება". - განაცხადა ჰილმა შეხვედრის წინ.
გაერთიანებული სამეფო უკრაინული ჯარისკაცების წვრთნისთვის $333 მილიონის გამოყოფასაც გეგმავს.





