პრეზიდენტ ტრამპთან სხვადასხვა საკითხზე ძალზე პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთის სანქცირების ორპარტიულ კანონპროექტს, რომელზეც სენატორ ბლუმენთალთან და მრავალ სხვასთან ერთად თვეების განმავლობაში ვმუშაობდი.
ეს დროული იქნება მაშინ, როცა უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, ხოლო პუტინი ცარიელ სიტყვებს გაიძახის და უდანაშაულოების ხოცვას განაგრძობს.
კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს ნებას დართავს, დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც პუტინის ომის მანქანის მასაზრდოებელ იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს უზარმაზარ ბერკეტს მისცემს ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მსგავსი ქვეყნების წინააღმდეგ, რათა წაახალისოს ისინი, რომ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტონ, რაც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სისხლისღვრას აფინანსებს.
მოველი მტკიცე ორპარტიულ კენჭისყრას, იმედია, უკვე მომავალ კვირაში.





