მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე სროლა მოხდა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





