განზრახ მკველლობის მცდელობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც შელაპარაკებისას მეორე პირს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 1996 წელს დაბადებულმა შ. გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ს. შ-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც დაზარალებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები