საფრანგეთმა აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაცია დაგმო და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით აშშ-მ საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მადურომ ვენესუელელთა უფლებები სერიოზულად დაარღვია, თუმცა მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია, რომელმაც მისი დაკავება გამოიწვია, "ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენს".
"ვერცერთი მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტა ვერ იქნება გარედან თავსმოხვეული. საერთაშორისო სამართლის საფუძვლების მზარდი დარღვევები გლობალური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს." - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.





