აქციაზე დაკავებულები

"გზის მეორედ გადაკეტვისთვის" ზურა მენთეშაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ მენთეშაშვილი

"გზის მეორედ გადაკეტვის" გამო დაკავებულ ზურა მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

"გზის გადაკეტვის" გამო დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის პროკურატურამ ბრალდება 3 ნოემბერს წარუდგინა.

მენთეშაშვილს პროკურატურამ ბრალდება შეკრების ჩატარების წესის დარღვევისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუცლის პირევლი ნაწილით წარუდგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირიდან მანქანით მიმავალი მენთეშაშვილი პოლიციამ გამზირზევე დააკავა.

1-ელ ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტყვის გამო, მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

კომენტარები