პროსტიტუცია

შსს-მ ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის 
გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს.

“ბრალდებულები 
პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ასევე, პირთა 
პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.
პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 
პირი ბრალდებულის სახით  დააკავა და 12 ობიექტი დახურა.

სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით
გამოკითხვაზე გადაიყვანეს”. - წერს შსს.

პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები