პროსტიტუცია

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის დაკავებულ 12 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შსს-მ 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. დაკავებულთა შორისაა ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები