ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

მე ჩემში ვიცი, რომ მართალია, რას ერჩიან? - მეუფე ანტონი ლილუაშვილზე

რუსთავი 2

ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი სუს-ის ყოფილი უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით TV პირველთან ამბობს, რომ იცის, ლილუაშვილი "მართალია". 

"ეგ არის, არავის გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა, გაგიკეთონ! მახეს თუ დაუგებ, ვერ აცდები ცხოვრებაში მახეს. ბუმერანგივით დაბრუნდება და ნეტავი დედამიწაზე მიიღოს, ვიდრე ზეცაში" - ამბობს მეუფე ანტონი. 

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის, მეუფე ანტონი პასუხობს - "არ ვიცი". 

"ერთ კითხვას დავსვამ, ყველას მივმართავ. ორი ვარიანტია, ან არსებობს, ან არ არსებობს უფალი! თუ არსებობს, სად მიდიხართ? თუ არ არსებობს რა მნიშვნელობა აქვს რას? და გონზე მოდით, რა!

მე ჩემში ვიცი, რომ მართალია, დეტალებში არ შევალ. ახლა მე რომ მეკავოს მიკროფონი მე დაგისვამთ კითხვას, რას ერჩიან?

[...] ბიძინას სახელს რომ უხსენებდი, ფეხზე დგებოდა, ამბობდა რომ ჩემი პედაგოგიაო. მართლა უყვარდა, გეფიცები, "დაჟე გულში" სხვა რამეს ვფიქრობდი, მაგრამ კაცი იყო ანთებული. დარწმუნებული ვარ,, დღესაც ვინც არის, ყველა ასეა ანთებული. 

[...] მეთქი, რათ უნდა ამდენი ქება. ბოლოს 2 კვირის წინ ვნახე. გულითადად გეტყვით, ცოტა პროვოკაციულად, მაინტერესებდა, [განწობა ჰქონდა] იგივე" - ამბობს მიტროპოლიტი TV პირველთან. 

23 დეკემბერს, ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სუს-სა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. 

კომენტარები