სურსათის ფასები

გორდულაძე სურსათის ფასებზე: ესაა მაგალითი, როგორ ხედავს ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს

რატომ იზრდება ფასები როდესაც, ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვა ქვეყანაში ღირს გაცილებით უფრო იაფი, რამდენჯერმე უფრო იაფიც კი, მაშინ როდესაც იქ, კონკრეტულ ქვეყანაში, უფრო ძვირია მუშახელის დაქირავებაც, ტრანსპორტირებაც და მაგალითად, გასაყიდი ადგილების ქირაობაც, ხოლო საქართველოში ამ კუთხით ფასების ნაკლებობის მიუხედავად, ფასები იზრდება კონკრეტულ პროდუქტებზე და ეს არის ის პროდუქტები, რომელსაც თითოეული მოქალაქე მოვიხმართ ყოველდღიურად.

(...) მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ხედავს და როგორ უსმენს მოქმედი ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი ხალხში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისი რეაგირებებიც არის. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც შექმნის შესაბამის კომისიას.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც სურსათის მაღალ ფასებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებენ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რათა მიაღწიონ ფასების შემცირებას. 

კომენტარები