როდესაც ბიზნესს აქვს შექმნილი კარგი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და საქართველო ამ მხრივ არის ლიდერი, როდესაც მას სახელმწიფო, ხელისუფლება, კანონმდებლობა, საზოგადოება უქმნის პირობებს ბიზნესის საწარმოებლად იმიტომ, რომ არის დაბალი გადასახადები იმიტომ, რომ არის გასაგები კანონმდებლობა იმიტომ, არის სწრაფი სერვისები იმიტომ, რომ არის დაბალი კრიმინალური მდგომარეობა, ამ ყველაფრის გამო, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება და აქვს კარგი შემოსავალი, ნიშნავს, რომ ამავე დროს არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და იქ, სადაც შეიძლება იყოს ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აჰყვებიან და ის მოგება, რაც ბიზნესს ზოგადად უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მათი მოგებაა, თუმცა ჭარბი მოგებისკენ სწრაფვა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა.
tbl.ge/7fip
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა ჟურნალისტებთან.
ქართული ბიზნესიშალვა პაპუაშვილიფასების შემსწავლელი კომისიაირაკლი კობახიძებიზნესირუსული რეჟიმიქართული ოცნების პოლიტიკასურსათის ფასები
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: ევროპაში ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს
- იანვარში კვერცხი 5.46%-ით გაძვირდა, "პრემიერის ინიციატივით" ფასს 5%-ით შეამცირებენ
- პრემიერის ინიციატივის შემდეგ კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირება გადავწყვიტეთ – კომპანიები
- ქვრივიშვილი: დადასტურდა დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ფასების ზრდაზე
- რიჟამაძე: ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია, ფასთა შორის სხვაობაც დიდი იქნება




