სურსათის ფასები

ქვრივიშვილი: ევროპაში ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს

თუ ჩვენ მაგალითად მოვიყვანთ ევროპის რეგულაციებს, ევროპაში არის თითქმის ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში, არის მსგავსი რეგულაცია ურბანული დაგეგმარების ფარგლებში, როდესაც ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს…

ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს ამდაგვარად, რომ ერთი მხრივ, ცენტრალურ უბნებში მეტ-ნაკლებად უფრო წახალისებულია ადგილობრივი ე.წ. უბნის მარკეტები და ცენტრალური ქუჩების გარეთ უკვე უფრო მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს.

ეს, ერთი მხრივ, ჯანსაღ კონკურენციას ხელს უწყობს, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს გარკვეულწილად მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, რომ აარჩიოს რომელი მიმართულებით წავიდეს და, მესამე მხრივ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც დღეს ჩვენს ქართულ ბაზარზე არსებობს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება უკვე საერთაშორისო არეალზე არსებობდეს, სწორი ადაპტირებით მოხდეს ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ დავიცვათ აი, ეს ბალანსი. რომ ბიზნესმა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოთ და ჩვენი მოსახლეობისთვის გაიაფდეს პირველადი საჭიროების პროდუქცია.

თქვა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები