სურსათის ფასები

სესიის გახსნისთანავე შევქმნით კომისიას, დავიწყებთ სურსათის ფასების შესწავლას – პაპუაშვილი

ქართული ოცნება/Facebook

ივანიშვილის წარმომადგენლის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე სპეციალურ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, რომელიც პროდუქტების ფასებს გამოიძიებს. 

დღეს, 24 დეკემბერს ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამობობს, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპასთან შედარებით ბევრად ძვირია. კობახიძის თქმით, "ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ".  

"მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.

ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.

ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას" - წერს პაპუაშვილი. 

კობახიძემ მიმართვაში შსს-ს მოუწოდა საკითხით დაინტერესდეს, ასევე მიმართა ივანიშვილის პარლამენტს საგამოძიებო კომისია შექმნას. 

კომენტარები