დსთ

მედია: ალიევი რუსეთში დსთ-ს სამიტს "დატვირთული გრაფიკის" გამო არ დაესწრო

Reuters

აზერბაიჯანის სამთავრობო მედიამ 22 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" (დსთ) სამიტზე დასწრებას არ აპირებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალი ამბების სააგენტო Azertac-ს განუმარტა, რომ ალიევი დსთ-ს არაფორმალურ შეხვედრაზე დასწრებას "დატვირთული სამუშაო გრაფიკის" გამო ვერ შეძლებდა.

ადმინისტრაციამ ასევე აღნიშნა, რომ ალიევი წინა დღით სანქტ-პეტერბურგში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრასაც არ დაესწრო. 

უწყების განცხადებით, აზერბაიჯანი რეგულარულად იღებს მონაწილეობას დსთ-ს სამიტებში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას. 

21 დეკემბერს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-ს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტის პარალელურად ალიევთან და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას ცალ-ცალკე გეგმავდა. 

კომენტარები