დსთ

იანუკოვიჩი: დსთ-ის კარი საქართველოსთვის ყოველთვის ღიაა

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
Reuters

მე აბსოლუტურად ვეთანხმები ალექსანდრ გრიგორის ძეს ინიციატივას - შევახსენოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოდან, რომ დსთ-ის კარები მათთვის ყოველთვის ღიაა - ციტირებს უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო უნიანი.

უნიანის ცნობით, ეს განცხადება იანუკოვიჩმა მინსკში, დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა სხდომის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ბელარუსის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ლუკაშენკომ საქართველოს დსთ-ის შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი გამთქვა.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, იანუკოვიჩის აზრით, დსთ-ის შემადგენლობაში საქართველოს დაბრუნება ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ძალიან ბევრი კომენტარია, მათ შორის, ქართველი პოლიტიკოსებისგან, რომ დსთ-ის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იყო დაუფიქრებელი და საქართველო აღმოჩნდა ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი პროცესის მიღმა.

"რაც არ უნდა იყოს, დსთ - ეს არის ის მოედანი, სადაც მივეჩვიეთ მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ ბევრი საკითხი, როგორც წესი - მოვხსნათ ბარიერები", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

 

 

კომენტარები