რუსული რეჟიმი

ბოჭორიშვილი: ბოლო წლებში, საქართველომ განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია

ძალიან რთულ, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა. გლობალური და რეგიონული პროცესები ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირ აისახება. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება. უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად განსახორციელებლად გვაკისრია [...] ბოლო წლებში, უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია [...]

ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლითა და პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური კრიტიკულ ხაზს წარმოადგენს.

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები