ივანიშვილის პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიურო, ბიზნესომბუდსმენი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გააუქმა.
პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი III მოსმენით დაუჭირეს.
რეჟიმის გადაწყვეტილებით გაუქმდა:
- ანტიკორუფციული ბიურო და მის უფლებებს სახელმწიფო აუდიტი შეითავსებს;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მის უფლებებსაც სახელმწიფო აუდიტი შეითავსებს;
- იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა;
- რეჟიმი ასევე აუქმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას.
- გარდა ამისა, ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ.
უწყებებთან დაკავშირებით რეჟიმი ამბობდა, რომ ისინი "წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით".





