ფსიქიკური ჯანმრთელობა

პლენარულ სხდომაზე კოდექსში ახალი ტერმინის, "პროცესუუნარო პირის" დამატებას მხარი დაუჭირეს

ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი" - ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დააყენებს, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება, მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება - ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, ამ შემთხვევაში, შეჩერდება. 

შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა.​​​​​​​

კომენტარები