მარნეულში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანასკოლელი დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ჩხუბისას ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი.





