დაჭრა მარნეულში

მარნეულში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

Tabula

ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური აშლილობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.

მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები