შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ო.ს.დააკავა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი"-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველებმა, ასევე ამოიღეს, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაული
50 შეკვრა "მეთადონის" უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შსს-მ უკრაინის მოქალაქე დააკავა

shutterstock




