აშშ-ს ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენებმა იაპონურ გამანადგურებლებთან ერთად იაპონიის ზღვის თავზე იფრინეს – ამის მიზანი, ჩინეთისა და რუსეთის მიერ იაპონიის და სამხრეთ კორეის ირგვლივ ჩატარებულ წვრთნებზე საპასუხო ძალის დემონსტრაციაა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, იაპონიამ და აშშ-მ "დაადასტურეს მტკიცე ნება, არ დაუშვან ძალის გამოყენებით სტატუსქვოს ნებისმიერი ერთპიროვნული შეცვლა და ასევე დაადასტურეს როგორც იაპონიის თავდაცვის ძალების (SDF), ასევე აშშ-ის ძალების საბრძოლო მზადყოფნა".
როგორც Reuters აღნიშნავს, ორი ამერიკული B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის, სამი იაპონური F-35 ტიპის უხილავი გამანადგურებლისა და სამი F-15 ტიპის საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლის ერთობლივი ფრენა, ჩინეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-მ რეგიონში სამხედრო ყოფნა მკაფიოდ აჩვენა.
მანამდე, ჩინეთმა და რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენებით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის თავზე ერთობლივი ფრენა გამართეს. ტოკიოს თქმით, ჩინური ცალკეული ავიამზიდის წვრთნამ იაპონია აიძულა აეფრინა საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც ჩინური ხომალდების რადარების სამიზნე იყო.
ჩინურმა მხარემ ავიამზიდთან დაკავშირებული ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ იაპონური თვითმფრინავები საფრთხეს უქმნიდნენ მის საჰაერო ოპერაციების იაპონიის სამხრეთით.





