აქციების კანონი

ივანიშვილის პარლამენტმა აქციების კანონი კიდევ ერთხელ გაამკაცრა

ლუკა ახალაია/ტაბულა

აქციების კანონის კიდევ ერთხელ გამკაცრებას პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს, შედეგად შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები საბოლოოდ მიიღეს.

კანონპროექტი ივანიშვილის პარლამენტში დაჩქარებული წესით - 9 დეკემბერს I მოსმენით, ხოლო 10 დეკემბერს II და III მოსმენით განიხილეს.

ქართული ოცნების კანონპროექტით, რეჟიმს შეეძლება, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.

თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

კომენტარები