აქციების კანონი

ივანიშვილის პარლამენტმა აქციების კანონის გამკაცრებას I მოსმენით მხარი დაუჭირა

აქციების კანონის კიდევ ერთხელ გამკაცრებას ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით მხარი დაუჭირეს. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი ივანიშვილის 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.

ქართული ოცნების კანონპროექტით, რეჟიმს შეეძლება, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.

თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

კომენტარები