რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა ან NATO-ზე თავდასხმა არ სურს

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი
Mikhail Grebenshchikov / RBC / TASS

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ევროპელი ლიდერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს არასწორია და მტკიცებები იმის შესახებ, რომ პუტინს NATO-ს წევრ ქვეყანაში შეჭრა სურს "სრული სისულელეა".

8 დეკემბერს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და ევროპა თავი უნდა დაიცვას იმ ცხადი რუსული მიზნებისგან, რომელიც "რუსეთის სახელმწიფო დოქტრინებშია ჩამოყალიბებული – კერძოდ, NATO-ზე თავდასხმის განზრახვისგან".

გერმანიის კანცლერის სიტყვებთან დაკავშირებულ კითხვაზე პესკოვმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "ეს არ არის მართალი".

"ვლადიმირ პუტინის არ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, რადგან ეს შეუძლებელია და მას ეს არაერთხელ აქვს ნათქვამი. ამის შესახებ საუბარი ჩვენი პარტნიორების მიმართ უპატივცემულობაა და როგორც ჩანს, მერცმა ეს არ იცის. რაც შეეხება NATO-ზე თავდასხმისთვის მზადებას, ეს სრული სისულელეა". - თქვა პესკოვმა.

კომენტარები