რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, ინდოეთს საწვავი უწყვეტად მიაწოდოს.
ნიუ-დელიში ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პუტინმა განაცხადა, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აშშ-მ ინდოეთს რუსეთის ნავთობის შესყიდვის გამო დამატებით 25%-იანი ტარიფი მიმდინარე წლის აგვისტოში დაუწესა და საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ თანხით ნიუ-დელი უკრაინაში რუსეთის ომს ირიბად აფინანსებს.
მიუხედავად ამისა, მოდიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა ფართოვდება და უკვე გაფორმებული შეთანხმებების გარდა, მალე რუსეთის ტერიტორიაზე ინდოეთის ახალი საკონსულოების გახსნაც იგეგმება.





