რუსეთი-ინდოეთი

Bloomberg: ინდოეთი რუსეთს წყალქვეშა ნავის იჯარაში 2 მილიარდ დოლარს გადაუხდის

ინდოეთი რუსეთისგან ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავის იჯარით აღებისთვის დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ გამოცემა Bloomberg-ს საკითხის მცოდნე პირებმა უთხრეს.

შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინდოეთში ჩასვლას და პრემიერმინისტრ, ნარენდრა მოდისთან შეხვედრა მოჰყვა.

როგორც Bloomberg მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მცოდნე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისგან შეტევითი წყალქვეშა ნავის იჯარით აღებაზე მოლაპარაკებები წლების განმავლობაში ფასზე ვერ შეთანხმების გამო იყო შეჩერებული, თუმცა, მათივე თქმით, ამჟამად მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს და ინდოეთი ვარაუდობს, რომ ნავს მომდევნო ორ წელიწადში მიიღებს.

ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ინდოეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ რუსეთთან კონტრაქტი 2019 წლის მარტში გაფორმდა, თუმცა, მოგვიანებით მიწოდება გადაიდო და ამჟამად წყალქვეშა ნავის მიღება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები