გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა, ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. დღეს, სუს-ში ასევე გამოიკითხა ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ქართული ოცნების განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყოს.
ხოლო სუს-მა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





