აჩვენებს ერთ რამეს, რომ პროევროპულობა საქართველოში იქცა ზიზღის, იქცა ძალადობის და იქცა მათ შორის, ყველანაირი ღირებულებებისგან განზე მდგომ დამოკიდებულებად. ეს არის ის, რაც სამწუხაროდ, შექმნა დღეს ბრიუსელმა საქართველოში, მათ, მისმა ელჩებმა მოახერხეს ის, რომ ევროკავშირი და პროევროპულობა გააიგივეს სიძულვილთან, ზიზღთან და ძალადობასთან. ეს ზიზღი, საბოლოო ჯამში, თავად მათ მიუბრუნდებათ, რომ იცოდნენ. ესეც ისტორიული გამოცდილებაა, მათ შორის, ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა, რომლებიც სხვაგან ბოროტებას თესდნენ, საბოლოო ჯამში, საკუთარ ქვეყანაში მიიღეს ეს ბოროტება.
რაც შეეხება ამ ქვეყნის [ინდოეთის] მიმართ მტრულად განწყობილ პირებს, მათი საფიცარი სხვაგან არის, მილიონ-ნახევრიანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იქით, მილიარდ-ნახევრიანი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ხედავენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და რაც ყველაზე უფრო უბედურებაა, ესაა მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომსაქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომლებსაც ტვინს ურეცხავენ გარედან.
რუსული რეჟიმი
პაპუაშვილი: ბრიუსელმა პროევროპულობა საქართველოში გააიგივა სიძულვილთან, ზიზღთან





