BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა – კობახიძე BBC-ზე

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, "წესით, შსს-ს უნდა გადაემოწმებინა, რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს" - ამის შესახებ მან BBC-ის გამოძიების შესახებ კომენტირებისას ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, "თქვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ თუ არა", კობახიძე პასუხობს:

"არა, როგორ გეკადრებათ, თეორიულადაც რომ დავუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება".

როგორც კობახიძე ამტკიცებს, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლისას არ ყოფილა გამოყენებული ე.წ. კამიტი. იმავეს ამტკიცებს ივანიშვილის შს მინისტრი გეკა გელაძეც.

პირველ დეკემბერს კი, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც BBC-ის მასალაში ნახსენები აქციების დარბევის დროს შს მინისტრი და შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი იყო, პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ქრონიკას დაუდასტურა, რომ შსს-ს ნამდვილად ჰქონდა ქიმიური ნივთიერება "კამიტი", თუმცა, მისი თქმით, მას წინა ხელისუფლება იყენებდა, 2012 წლამდე, გომელაური ამბობს, რომ მას შემდეგ, უწყებას აღნიშნული ნივთიერება არ შეუძენია და არც გამოუყენებია. 

 

კომენტარები