Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკულმა ენერგოკომპანია Exxon Mobil-მა ერაყის ნავთობის სამინისტროს მიმართა და რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ისგან ერაყის ერთ-ერთ უმსხვილესი ნავთობსაბადოს შესყიდვის სურვილი გამოთქვა.
ცნობისთვის, აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია Lukoil საერთაშორისო აქტივების გაყიდვას ცდილობს.
ამასთან, მას შემდეგ, რაც ერაყმა კომპანიას ფულადი და ნავთობის სახით გადახდები შეუჩერა, Lukoil-მა საბადოზე ფორსმაჟორული მდგომარეობაც გამოაცხადა.
ერაყის მთავრობის თქმით, ბაზარზე Lukoil-ის ჩასანაცვლებლად ამერიკული Exxon ყველაზე სასურველ კანდიდატს წარმოადგენს, რადგან ამ კომპანიას მასშტაბური და რთული პროექტის სამართავად საჭირო გამოცდილება და რესურსი აქვს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 13 დეკემბრამდე ლიცენზია გამოსცა გარკვეული ტრანზაქციებისთვის, რომელიც Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების გაყიდვასთანაა კავშირში.
West Qurna 2 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობსაბადოდ ითვლება: მისი დღიური წარმოება დაახლოებით 470 000 ბარელია, რაც ერაყის მთლიანი ნავთობმოპოვების 9%-ს და მსოფლიო ნავთობმიწოდების 0.5%-ს შეადგენს.





