აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

BLOOMBERG: ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რუბიოს მოხსენების შემდეგ დაუჭირა მხარი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
BBC

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოხსენების შემდეგ გადაწყვიტა.

მედიის ამერიკული და ევროპული წყაროების თანახმად, რუბიომ ტრამპს მოახსენა, რომ მოსკოვმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა.

გარდა ამისა, როგორც Bloomberg წერს რუბიოს პოზიციამ გაიმარჯვა აშშ-ს საგანგებო წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ რუსეთს დონბასის რეგიონი უნდა დაუთმოს.

თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის წარმართავს ტრამპი, ხოლო რუბიო და უიტკოფი "ერთიანი გუნდია", რომელიც პრეზიდენტს უჭერს მხარს.

კომენტარები