აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

Bloomberg: სანქცირებული რუსული ტანკერები ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში ტივტივებენ

აშშ-ს სანქციები სიაში მოხვედრის შემდეგ, სამი ტანკერი, რომლებსაც 2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი გადააქვს, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში ტივტივებს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg გემების აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი სანქცირებული ტანკერი ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, დონძიაკუს პორტში 15 იანვარს უნდა შესულიყო, თუმცა, გასულ შაბათ-კვირას კურსი შეიცვალა და ახლა ის სანაპიროსთან ახლოსაა გაჩერებული და ნავთობით დატვირთულია.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტანკერები, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტს ეკუთვნის და რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

ამასთან, ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში, კომპანიამ, რომელიც ჩინეთში შანდუნის პროვინციის პორტებს მართავს ტერმინალებს სანქცირებული ტანკერების მიღების შეჩერებისკენ მოუწოდა.

კომენტარები