BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ამ ტყუილის გამავრცელებლები აქაც პასუხს აგებენ - შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა.

"პასუხისმგებლობა ყველა მიმართულებით დადგება. ამ ტყუილის გამავრცელებლები აქაც პასუხს აგებენ, ვინც ეს შეგნებულად და საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად გააკეთა და დარწმუნებული ვარ, BBC-საც მოუწევს ბოდიშის მოხდა, ისევე როგორც ტრამპს მოუხადა ყალბი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის". - თქვა შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, სუს-მა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა

კომენტარები