ხანძარი

ხობში, სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა

Tabula

ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 80 წლამდე კაცი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები