დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების, სკამის შენარჩუნებას ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს. ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს:
- დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური, მომწავლელი ნივთიერების შესყიდვა.
- გამოიკითხოს ყველა სამართალდამცველი უწყება, რომელსაც ამ იარაღის გამოყენებასთან შემხებლობა ჰქონდა.
ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას [...]
ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა და სირიის ყოფილ მთავრობას უნდა შევადაროთ, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.





