დაჭრა

გურჯაანში, 52 წლის კაცმა 18 წლის პირი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა

შსს-ს ცნობით, გურჯაანში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა, 52 წლის გ.ყ.-მ 18 წლის პირს გულ-მკერდის არეში დანა დაარტყა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე წარმოქმნილი კონფლიქტისას,  2007 წელს დაბადებული ზ.ნ. დანის გამოყენებით  გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება  ჩაუტარდა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის  იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები