რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: კრასნოდარსა და როსტოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მხარის თქმით, კრასნოდარის მხარეში და როსტოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, როსტოვის ქალაქ ტაგანროგში თავდასხმების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი, ერთი კერძო სახლი, მექანიკური კოლეჯი, ორი სამრეწველო ქარხანა და საბავშვო ბაღი დაზიანდა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს როსტოვის ოლქის თავზე 16 დრონი ჩამოაგდეს.

კრასნოდარის მხარეში კი ქალაქ ნოვოროსიისკში რუსული მხარის თქმით, თავდასხმების შედეგად ხუთი მრავალსართულიანი და ორი კერძო სახლი დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რეგიონში, სულ 76 დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები