ბელარუსის პრეზიდენტის პრესსპიკერის ნატალია ეისმონტის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა.
"აშშ-სა და ბელარუსის პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმებისა და უკრაინული მხარის მოთხოვნით, [ბელარუსის] პრეზიდენტმა 31 უკრაინელი მოქალაქე შეიწყალა, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინეს.
ჰუმანიზმის პრინციპებით ნაკარნახევი ეს გადაწყვეტილება ჩვენს სამეზობლოში არსებული შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად." - განაცხადა პრესსპიკერმა.
როგორც მან აღნიშნა, შეწყალებული პირების უკრაინული მხარისთვის გადაცემა უკვე მიმდინარეობს.





