რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გრემი: უკრაინაში ღირსეული მშვიდობისთვის რუსეთზე სანქციების კანონპროექტი მალე უნდა მივიღოთ

მოხარული ვარ, რომ პროგრესი შეინიშნება წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის სანქცირების კანონპროექტის წინ წაწევის მხრივ, რომელსაც კონგრესში აბსოლუტურად ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

ეს სანქციების კანონპროექტი, რომელზეც სენატორ ბლუმენთალთან ერთად თითქმის ერთი წელია ვმუშაობ, პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას მისცემს, სანქციები დააწესოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობენ. რუსული ნავთობის მომხმარებლების წინააღმდეგ წასვლა არის საშუალება, რათა პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლა ვაიძულოთ. ეს აშშ-ს პრეზიდენტს იმაზე მეტ ბერკეტს მისცემს, ვიდრე ოდესმე ჰქონია.

აუცილებელია, რომ ეს კანონპროექტი კონგრესში რაც შეიძლება მალე მივიღოთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინაში ღირსეული და სამართლიანი მშვიდობა. 

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე.

მანამდე აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიცპატრიკმა დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს პეტიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "დამანგრეველ" სანქციებზე კენჭისყრის გამართვას მოითხოვს.

კომენტარები