კობახიძის განათლების რეფორმა

კობახიძე: ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

რეალურად, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა. რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან, 7 გამოწვევა გვაქვს განსაზღვრული, მაშინ თქვან, რომ დღეს გვაქვს 64 ჰარვარდი საქართველოში. შეუძლებელია ხომ ამის დამტკიცება. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდების საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. დღეს კი გამოდიან და საუბრობენ, რომ იდეალური სისტემა გვქონია. შვიდივე გამოწვევა არის ისე განსაზღვრული, რომ ფაქტებით და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია, თორემ მოვისმენდით აქამდე. როცა არის გამოწვევა განსაზღვრული, იმას სჭირდება დაპირისპირება. აქ სადმე თუ არის აცდენა გამოწვევასა და პასუხს შორის, ესეც უნდა დაგვისაბუთონ, მაგრამ არავითარი დასაბუთება, არის უბრალოდ მშრალი საუბარი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავატარებთ ამ რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში. ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან მაღალია ალბათობა და სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათგანი რჩება, ბუნებრივია, სხვა ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ ეკონომიკებს შორის ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი სხვაობა.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აჭარის ტელევიზიის ეთერში.

კომენტარები