საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რომ ღირსეული ხელისუფლება ჰყავდეს

ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა [...] სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ უმადურობით გამოირჩევა [...] უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რომ მას ღირსეული ხელისუფლება წარმოადგენდეს [...]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ და ქაოსში ჩაეგდოთ [...] 

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

კომენტარები