მიხეილ სააკაშვილი პატიმრობა

უკრაინა აქტიურად მუშაობს სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი
REUTERS/Anna Voitenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვ პირველთან ინტერვიუს დროს საქართველოს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

ზელენსკის მრჩეველმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ "სააკაშვილის უკრაინაში წამოყვანის საკითხზე, უკრაინა აქტიურად მუშაობს" და ეს მათი "დღისწესრიგის ნაწილია". 

ასევე პოდოლიაკის შეფასებით, "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბელარუსში თუ საქართველოში შესაძლებელია თუ ისინი არ არიან პუტინის პერსონიფიცირებული მტრები, მაგრამ სააკაშვილის დაჭერა და ასეთი ტანჯვა ციხეში, ეს არის პუტინის პირადი სიამოვნება".

"რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულფულებიან მოქალაქედ და ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია.

ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნით - ყველას მიმართვა მოქმედებს და თუ სხვა იურიდიული ფორმა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტი, ამ ფორმით ისარგებლებს.

პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბელარუსში თუ საქართველოში შესაძლებელია თუ ისინი არ არიან პუტინის პერსონიფიცირებული მტრები, მაგრამ სააკაშვილის დაჭერა და ასეთი ტანჯვა ციხეში, ეს არის პუტინის პირადი სიამოვნება - ის იღებს სიამოვნებას იმისგან, რომ სააკაშვილი ასეთ პირობებშია, მას ამცირებენ, დასცინიან, რომ ის მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა". - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა ტვ პირველთან ინტერვიუში [ტვ პირველის] თარგმანი.

კომენტარები