რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში შეთანხმებას ამზადებს. 

"საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზეც მუშაობს.

 ცნობისთვის, ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს, ხოლო 17 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევა.

კომენტარები