სამწუხაროა, რომ პეტერ ფიშერის მეორე სეზონი თავიდანვე, პირველივე სერიაში ჩავარდა. მის დაბრუნებამდე არაერთი დისკუსია, კონსულტაცია იყო, ჩვენ კი ამ ადამიანისგან პირველივე დღეებში ვხედავთ ისეთ ქმედებებს, რაც შეთანხმების საფუძველზე, არ უნდა მომხდარიყო [...]
რამდენადაც მე ვიცი, გერმანულ მხარესთან შესაბამისი კომუნიკაცია უკვე შედგა, ჩვენ მათ მისი ქმედების შესახებ ვაცნობეთ. დანარჩენს ვნახავთ, ამას რა რეაქცია მოჰყვება [...] ნათელია, რომ ის არ აპირებს, დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს [...] იმედი გვქონდა, რომ მისთვის მეორე შანსის მიცემა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს ელჩი შესაბამისი კრიტიკული განცხადებების გაკეთებისკენ გვიბიძგებს.





