საქართველო-გერმანიის ურთიერთობები

კალაძე პეტერ ფიშერზე: ის ჩვეულებრივი აკაცუკია

"ახალი არაფერი ხდება. ჩვენ ვიცით დიფ სთეითს საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ძალადობრივ ჯგუფებს და სრულ კოორდინაციაში არიან მათთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ელჩი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ის ჩვეულებრივი "აკაცუკია“. მეტს ვერაფერს ვუწოდებ.

რაც შეეხება ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევის და შემდეგ დაბრუნების ფაქტს, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სად გაიწვიეს და დააბრუნეს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ დიპლომატი, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდეს, ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ძალიან
მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და პირდაპირ მითითებების მიცემით."

ასე შეაფასა ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლა. 

ცნობისთვის, მოქალაქე მამუკა ცუცქირიძემ რუსთაველის გამზირიდან გამოაქვეყნა ფოტო გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან ერთად. ცუცქირიძე წერდა, რომ ელჩი პარლამენტთან მოულოდნელად მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადათ. ფიშერის ამ ქმედებას, დღეს ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა 

კომენტარები