მანჩო გიორგობიანი

მანჩო გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

ქართული ოცნების მხარდამჭერს, მანჩო გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 

ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ადვოკატი გიორგიბიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა. საამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და გიორგობიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურამ მანჩო გიორგობიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალდება 6 ნოემბერს წარუდგინა. 

7 ნოემბერს დააკავეს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობასა და მის ორგანიზებაში სულ 6 პირი მონაწულეობდა - ექვსივე მათგანი დაკავებულია.

6 ნოემბერს ამ საქმეზე, თბილისის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის, 1996 წელს დაბადებული ჯაკო ჩარკვიანი. ასევე, 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. 

მანჩო გიორგობიანი 5 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, გიორგობიანმა ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.

კომენტარები