ოცნების მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის ადვოკატის თქმით, გიორგობიანს დაენიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
“მანანა გიორგობიანს გამოძიება ედავება სისხლისსამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შსს დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
(…)ამ ეტაპზე მოგახსენებთ, რომ ექსპერტიზა არის ბრალდების მხარის მიერ დანიშნული, პროკურატურამ დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიციას, ჩვენ მოგახსენებთ სხდომის დარბაზში გავაჟღერებთ აღნიშნულ პოზიციას.” - თქვა ლევან მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროკურატურამ მანჩო გიორგობიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალდება 6 ნოემბერს წარუდგინა.
7 ნოემბერს დააკავეს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობასა და მის ორგანიზებაში სულ 6 პირი მონაწულეობდა - ექვსივე მათგანი დაკავებულია.
6 ნოემბერს ამ საქმეზე, თბილისის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის, 1996 წელს დაბადებული ჯაკო ჩარკვიანი. ასევე, 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
მანჩო გიორგობიანი 5 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, გიორგობიანმა ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.





