სომხეთი

ევროკომისიამ სომხეთის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

ევროკომისიამ სომხეთის მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა. 

"ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმის გააქტიურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრულ ვიზალიბერალიზაციის მიღწევისთვის ევროკავშირსა და სომხეთს შორის. [გეგმაში] გაწერილია ის მოთხოვნები, რაც სომხეთმა უნდა შეასრულოს, სანამ მისი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ" – წერია ევროკომისიის განცხადებაში. 

გეგმის მიხედვით სომხეთს მოუწევს რეფორმების გატარება ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამოგზაურო დოკუმენტების უსაფრთხოება და მიგრაციის მართვა. ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს და შესაბამისს ანგარიშებს მოამზადებს. 

კომენტარები