მოლდოვა

მოლდოვის მთავრობამ "რუსული სახლის" დახურვას დაუჭირა მხარი

მოლდოვის მთავრობამ მხარი დაუჭირა "კულტურული ცენტრების შექმნასა და ოპერირების შესახებ მოლდოვასა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების გაუქმებას", რის შედეგადაც, კიშინევში "რუსული სახლი" დაიხურება. 

"ეს ინიციატივა, რომელსაც დიდხანს ველოდით და ძალიან მივესალმებით" – თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრუ მუნტიანუმ.

ცენტრის დახურვისა და შეთანხმების გაუქმების მთავარ მიზეზად მათი რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად გამოყენება დასახელდა. 

რუსული ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში აზერბაიჯანმაც მიიღო. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ რუსული მხარის ინფორმირების შემდეგ, რომ რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრი რუსული სახლი, რომელიც როსსოტრუდნიჩესტვოს წარმომადგენელია, აზერბაიჯანში არაა დარეგისტრირებული იურიდიულ პირად და ორგანიზაციამ სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონდებლობა.

კომენტარები